ტრადიციული ქართული სამზარეულოს რესტორანი

 

თქვენ იმყოფებით ძველი თბილისის ისტორიულ შენობაში, რომელიც 200 წლის წინ აშენდა და მრავალი საინტერესო ისტორიის მოწმე გახლავთ. ფანჯრებიდან თბილისის ოპერის თეატრის ლამაზი შენობა ჩანს.

თბილისის ოპერის აშენება გოლოვინის გამზირზე (დღეს რუსთაველის) 1896 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. ბაიროიტში რიჰარდ ვაგნერის თეატრი პროტოტიპად იყო აღებული.

ოპერის რაიონი - საინტერესო ტურისტული ლოკაციაა. სწორედ ამიტომ გვერდზე გაიხსნა ღვინის ექსკლუზიური რესტორანი «Near Opera». რესტორნის დიზაინი მაკო რატიანის ოჯახის მიერ იყო გაკეთებული. პირველივე წუთებიდან სტუმრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ოჯახური გარემო, ქართული ოჯახური სუფრა და სამზარეულოს ტრადიციული გემოები - ეს ყველაფერი «Near Opera»-ს განსაკუთრებულ ადგილს ხდის.

ქართული სამზარეულოს სიმდიდრე და მრავალფეროვნება ლეგენდარულია, მაგრამ ყველა ოჯახს თავისი გემოვნება და სტილი აქვს. რატიანის ოჯახში სტუმრის მიღება და პატივისცემა ხელოვნების დონეზეა. რეცეპტები, რომლებიც თაობიდან თაობაში გადადის, საგულდაგულოდაა შენახული ოჯახის კულინარულ წიგნში, მაკო რატიანმა კი ეს კერძები «Near Opera»-ს მენიუში ჩართო.

 

ოდესმე გაგისინჯავთ მოხარშული ღორის ხორცი ტყემლის სპეციალური სოუსით?

 

რაჭული „ლორი“ და მეგრული კუჭმაჭი ბროწეულითა და ნიახურით? თევზის ჟელე სახლის მდოგვით და ფხლოვანა სულგუნით? მოხარშული კომში ნიგვზით და ნაღებით და მსხალი საფერავში? ეს და სხვა საინტერესო კერძი რესტორან «Near Opera»-ში გელოდებათ.

მენიუ «Near Opera»

ღორის კარეიკა ახალ კარტოფილთან,

ჯონჯოლთან და ტყემალთან ერთად,

ჭიქა ღვინო

სულ - 35,00 ლარი


https://www.facebook.com/Near-opera-2239925049614066/

მისამართი: ტაბუკაშვილის ქ. 29, თბილისი


ტელეფონი
+995 555 31 09 09

https://business.google.com/posts/l/02707469126889744856?hl=en&fbclid=IwAR3D4mxvc0uVG03j0qxW7q3sF4bDZezTu4NMoCbB-j0nM9z-LnBJI5OY4nQ

უკან

Write Close